პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება

09.12.19 18:00


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის ცალკეულ პოზიციებზე თანხმობის მიღწევა მოხერხდა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მათ შორის შეთანხმება შედგება.

„ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ”, - განაცხადა მდინარაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები