საზოგადოება

ქართული რესტორანი „არაგვი“ ავსტრიაში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად დასახელდა

18.08.16 20:15


ავსტრიულმა ინტერნეტ-გამოცემა A-Listen-მა ქვეყნის საუკეთესო კვების ობიექტების ნუსხაში ვენაში გახსნილი ქართული რესტორანი „არაგვი“ შეიყვანა, განუცხადა Sputnik-ს რესტორნის პრეს-სამსახურის უფროსმა მიხეილ ხაჩიძემ.

გამოცემა ავსტრიის საუკეთესო რესტორნების რეიტინგს კლიენტებისა და ქვეყნის მოსახლეობის გამოძახილის საფუძველზე სისტემატურად ადგენს. რესტორნებს აფასებენ არა მხოლოდ მომსახურების ხარისხით, არამედ სამზარეულოთი, ინტერიერითა და მუსიკალურ-გასართობი პროგრამით, განმარტა ხაჩიძემ.

„თავდაპირველად პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ რადგანაც სია პერმანენტულად ახლდება, ახლა ჩვენი რესტორანი მეორე ადგილზე გადავიდა“, — აღნიშნა პრეს-სამსახურის უფროსმა.

გამოცემა A-Listen-მა „არაგვს“ ხარისხის სპეციალური ნიშანი გადასცა, რომელიც რესტორნის ვებგვერდზე განთავსდება. ასეთი ლოგოტიპის არსებობა ავსტრიაში კარგ ტონად მიიჩნევა და კვების ობიექტის პოპულარობას ზრდის, განაცხადა ხაჩიძემ.

რაც შეეხება თვითონ რესტორანს, ის შვიდი თვის წინ ვენაში აფხაზეთიდან გადასახლებულმა ნანა ანჩაბაძემ გახსნა. რესტორანს ის თავის ოჯახთან ერთად უძღვება.

„არაგვი“ ვენაში ერთადერთი ქართული რესტორანია. ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თეატრ Volkstheater-თან ახლოს მდებარეობს.

„არაგვს“, ძირითადად, ავსტრიელები სტუმრობენ, თუმცა ის დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსებს, უკრაინელებსა და სომხებს შორის.

„არაგვის“ სამზარეულო მხოლოდ ქართულია, მზარეულები საქართველოდან არიან. რესტორნის სტუმრებს ყველაზე მეტად მოსწონთ ხინკალი, ხაჭაპური, ბაჟე და სხვა ქართული კერძები.

რესტორანს ღვინო და ლიმონათი საქართველოდან მიეწოდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები