პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ

10.12.19 12:00


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავების საკითხს განიხილავენ.

მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე საქართველო, რუსეთი და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით შეხვდებიან.

"პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის ძალის არ გამოყენების სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც იქნება დასმული ამ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავთ დაკავებული. იგი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები