საზოგადოება

10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა

10.12.19 12:40


10 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

წელს, მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ის მეგზევეები დააჯილდოვა, რომლებმაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ასევე დაჯილდოვდა რამდენიმე კომპანია, 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებისთვის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

2019 წელს, დაიწყო ჩქაროსნული ავტომაგსიტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის სამი მონაკვეთის მშენებლობა, ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე.

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აშნებულია 208 კმ. გზა, სამშენებლო სამუშაოები 142 კმ-გზაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2019 წელს 800 კმ გზის რეაბილიტაცია განხორცეილდა რაც წინა წლების მაჩვენებლებს 4-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჩატარებულ სამუშაოებზე ანაზღაურებულია 1 მილიარდ 217 მილიონი ლარი.

ღონიძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისი მერი კახა კალაძე, მთავრობისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები