ეკონომიკა

მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი ისესხა

10.12.19 13:20


სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 70-70 მილიოანი ლარი ისესხა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 10 დეკემბერს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მოთხოვნამ 120 020 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250%-ით მაქსიმალური 9.530%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 171 579 000 ლარი შეადგინა, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500%-ით მაქსიმალური 9.100%-ით ხოლო საშუალო შეწონილი 8.848%-ით განისაზღვრა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები