პოლიტიკა

ევროპის საბჭოს პროექტების მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევრო ნებაყოფლობით შეიტანა

10.12.19 14:20


ევროპის საბჭო საქართველოს ნებაყოფლობითი შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანი განახორციელა. საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული შენატანი საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შესაბამის შეთანხმებას 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა მოაწერეს ხელი.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები