ეკონომიკა

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

10.12.19 16:40


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსავალი 1.2%-ით ანუ $35,4 მლნ-ით არის გაზრდილი.

2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 201,734,437 აშშ დოლარს (ზრდა 5.6%), რაც 10,6 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19.7%-ია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები