პოლიტიკა

მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს: მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს

11.12.19 10:00


მოძრაობა "სირცხვილია" 12 დეკემბერს, დილის 9 საათიდან პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს.

მოძრაობის წევრების პროტესტი მოსამართლეების უვადო დანიშვნის პროცესია, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოძრაობის წევრები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად სირცხვილის დერეფნებს მოაწყობენ.

"მოგეხსენებათ, სასამართლოს თემაზე ჩანიშნულია პირველი საკომიტეტო მოსმენები, ამიტომ დაანონსებული გვაქვს აქცია, რასაც შემოუერთებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება. მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს" - განაცხადა დიღმელაშვლიმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები