საზოგადოება

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

19.08.16 15:10


შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ. გ. თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,78 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები