პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

11.12.19 11:45


"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ის უზარმაზარი, ძლიერი იარაღი აქვს, რასაც ცოდნა და მეცნიერება ჰქვია.

"არც ჯარი გვაქვს, არც არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ თუნდაც რეგიონი უცებ დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია. ძალიან მდიდარია რეგიონი არამხოლოდ ამ მხრივ, არამედ თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით და მომავლით. ჩვენი თავის უნდა დავიჯეროთ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობები და არ დავიწყოთ ჩვეულებრივი ქართული ვარიანტები, რომ "მე თუ ვარ ის არ უნდა იყოს" და ა.შ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები