საზოგადოება

შსს-ს თქმით, 9 მილიონ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

11.12.19 12:20


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა.

შსს-ში აცხადებენ, რომ განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია.

განადგურებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორისაა: 3065 აბი “სუბუტექსი”, 302 გრამი “ჰეროინი”, 205 აბი და 14 კაფსულა “ტრამადოლი”, 327 კილო “კანაფი”, 13 კილოგრამი “მარიხუანა”, 16 კილოგრამი “კანაფის ფისი”, 7 კილოგრამი და 1150 აბი “კოდეინი”, 204 კაფსულა “მეტადონი” და 287 აბი “მდმა”.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები