პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საქართველოს სახით თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორი გვყავს

11.12.19 14:20


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს სახით თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორი ჰყავს.

“არ ვიცი ამ განცხადებაში ზუსტად რა იგულისხმა, თუმცა განათლების ნაწილში ვეთანხმები, მგონია, რომ განათლება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ისინი მისიებში მონაწილეობდნენ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ, იგივე შეიძლება ითქვას “NATO”-ზეც. ქართველი სამხედროები ავღანეთში ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ასე რომ თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები