პოლიტიკა

უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციის მიერ კომიტეტებში წევრების წარდგენა საკომიტეტო საქმიანობაში დაბრუნებას ნიშნავს

11.12.19 14:40


„ევროპული საქართველოს“ სამი ფრაქცია კომიტეტებში წევრების წარდგენასთან დაკავშირებით ბიუროს მიმართავს.

როგორც პარლამენტის ბიუროზე გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც გასულ ბიუროს სხდომაზე კომიტეტების წევრების ახალი კვოტები დამტკიცდა, საპარლამენტო ოპოზიციამ კომიტეტებში ფრაქციის წევრების წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო და ბიუროს მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციის ეს მიმართვა, უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციის მიერ საკომიტეტო საქმიანობაში დაბრუნებად შეაფასეს.

“მგონია, რომ ბიურომ უარი არ უნდა უთხრას ოპოზიციას, თუ მათ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება - რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, დღესვე ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს ცალკეული დეპუტატების კომიტეტებში გადანაწილებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც. მათ შორის: „ქართული ოცნების“ წევრი თემურ გოცირიძე ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ წევრიანდება. დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გაწევრიანებას ითხოვს, ხოლო თამარ ხულორდავას ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის წევრობა სურს.

გარდა ამისა, ბიუროს მიმართა ზვიად ძიძიგურმაც აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების თხოვნით, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილის გაწევრიანებას ითხოვენ აგრარულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში გედევან ფოფხაძის, ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მარიამ ჯაშის გაწევრიანებას ითხოვს.

გარდა ამისა, იცვლება საერთაშორისო დელეგაციებში დეპუტატთა სიაც.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები