საზოგადოება

მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

11.12.19 15:20


"ერთ-ერთი რეგიონული მედიასაშუალების მიერ, გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და ტყუილი ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე",- ამის შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი ქუთაისის არცერთ საჯარო სკოლაში არ ჰქონია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მანდატურის სამსახური მედიასაშუალებებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის ღია და გახსნილია. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სკოლებში ბავშვთა უსაფრთხოებას უკავშირდება, ჟურნალისტებს ვთხოვთ, გამოქვეყნებამდე ჩვენთან გადაამოწმონ. გარდა იმისა, რომ მსგავს სენსიტიურ საკითხებზე არასწორ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, შესაძლოა, მოზარდებში ძალადობის პროვოცირება გამოიწვიოს",-ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები