პოლიტიკა

"ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე" - გიორგი გახარია პრეზიდენტის განცხადებაზე

11.12.19 16:00


საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ქართული ჯარის სიძლიერე ფასდაუდებელია, რომელიც ყველა საქართველოს მოქალაქემ შესაბამისად უნდა აღიქვას და დააფასოს.

"უაღრესად ემოციური იყო ყველაფერი რაც აქ ხდებოდა და ადამიანი, რომელიც მთაში ცხოვრობს მკაცრ პირობებში ყველაფრის და მიუხედავად, იანახავს ამ კულტურას, თვითყოფადობას იქ მაღალ მთაში, ყველაფერთან ერთად ისინი იცავენ ჩვენ საზღვრებსაც და ასრულებენ უაღრესად დიდ ფუნქციას, რაც შეეხება ქართულ ჯარს - ის რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება, ის თანამშრომლობა როგორც დღეს ფაქტი სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, რომელზეც სხვათაშორის ჩვენი 500-ზე მეტი ჯარისკაცია წარმოდგენილი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსს ჯართან ერთად მხარდამხარ ახლა არ ვიცი ბოლო მონაცემები დასრულდა თუ არა ეს ოპერაცია, იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ მისი ადგილი და ჩვენ სამწუხაროდ, 5 დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართველი ჯარის სიძლიერეზე და მის ხვალინდელ დღეზე, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და მათ წინაშე ქედი უნდა მოვიხადოთ, პირველ რიგში, იმ გმირობებისთვის რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან და რომლის მაგალითი გვქონდა დღეს და მათ ჯანმრთელობა რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მინდა ვუსურვო" - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები