პოლიტიკა

არ გვინდა, რომ კრიმინალი მელია იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა - კობახიძე

11.12.19 18:00


ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიას "კრიმინალს" უწოდებს.

პარლამეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი და ის არ უნდა იყოს პარლამენტის დეპუტატი.

“ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა. კრიმინალებიც და მეტიც არიან, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუმცა როცა საუბარია სისხლის სამართლებრივ განაჩენზე, ეს უნდა დადგეს სასამართლოს მხრიდან. ამ შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი განაჩენი ანუ გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ჩვენი კოლეგა ერქვას”, - განაცხადა კობახიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები