პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

12.12.19 11:20


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ ჟენევის დისკუსიებიდან მიღებული პირველადი ინფორმაცია მიაწოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს ქეთევან ციხელაშვილმა ის სამუშაოც გააცნო, რომელსაც სახელმწიფოს თითოეული შესაბამისი უწყება ექიმის უპირობო გათავისუფლებისათვის 24-საათიან რეჟიმში ასრულებს.

„ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან ბოლო განვითარებებზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებიდან მიღებულ პირველად ინფორმაციაზე ვისაუბრეთ.

ოჯახს მეც და სახელმწიფოს სხვა უწყებების წარმომადგენლებიც რეგულარულად ვეკონტაქტებით და მათთან ინფორმაციის გაცვლა გვაქვს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჟენევაში, ჩვენი დელეგაციისათვის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა, რაზეც პარტნიორებთან ერთად ფოკუსირება მოახდინა. ასევე, რა თქმა უნდა, ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნის საკითხი.

ოჯახთან რეგულარული კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პირველ რიგში ელოდებიან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, ისევე როგორც ჩვენი მთელი საზოგადოება და უკვე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებიც, რადგან ეს საკითხი აბსოლუტურად ყველა დედაქალაქში, ყველა დონეზე ცნობილია. ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ ასეთი უპრეცედენტო ძალისხმევის მობილიზება შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები