პოლიტიკა

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12.12.19 16:00


პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც PIA.GE -ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ევროპული საქართველოს ორი დეპუტატი ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში კონკრეტული ნივთიერება დაასხა. ამ ეტაპზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა. ადგილზე იმყოფება პოლიცია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები