პოლიტიკა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი სუამ-ის ქვეყნების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას არ გამორიცხავს

12.12.19 17:20


უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სუამ-ის ქვეყნების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან კიევში მოლდოველ კოლეგასთან, იონ კიკუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს საერთო მიზანს სუამის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად წევრი სახელმწიფოებისთვის თავისუფალი სავაჭრო ზონის პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს“, – დაწერა მანამდე გონჩარუკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს კიევში სუა-მის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრების სამიტი იმართება.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები