პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი: "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა უნდა გავიტანოთ

12.12.19 18:00


დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო მოვლენაა.

"ეს ორი "გრენლანდია", "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ნელ-ნელა უნდა გავიტანოთ პოლიტიკური ველიდან, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ორ მახინჯ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ," - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლებად დაამტკიცა - მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე , მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

ყველა კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა: თამარ ალანია - არცერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი; მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე 1 წინააღმდეგი; შოთა გეწაძე - 2 მომხრე 4 წინააღმდეგი; მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი; მამუკა ვასაძე - 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი; მაია ვაჩაძე- 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; თამარ ზამბახიძე- 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი; ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი;

ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი; გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი; პაატა სილაგაძე - არც ერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი; ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;

ლალი ფაფიაშვილი- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; ნინო ქადაგიძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი- 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი;

ქეთევან ცინცაძე - 85 მომხრე 1 წინააღმდეგი; ალექსანდრე წულაძე- 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი; გოჩა ჯეირანაშვილი - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები