ეკონომიკა

იანვარ-ნოემბრის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა

13.12.19 12:00


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 504.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის განცხადებით, აქედან, 3 381.4 მილიონი აშშ დოლარი ექსპორტი იყო (წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 8 112.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 2.3 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხაებენ, რომ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები