პოლიტიკა

მიხელ სააკაშვილი - ნიკა მელია ჩემს თვალში ნამდვილი გმირია - ვამაყობ მისი თანამებრძოლი რომ ვარ

13.12.19 12:20


ნიკა მელია ჩემს თვალში ნამდვილი გმირია,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.

სააკაშვილის თქმით, ის ამაყობს, რომ ნიკა მელიას თანამებრძოლია.

„ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები