საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

13.12.19 12:40


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, იოსებ ჭელიძემ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის.

ჭელიძის თქმით, საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისგზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერი, შედეგიანი და საინტერესო იქნება", - აღნიშნა იოსებ ჭელიძემ.

ღონისძიებას სპეციალურად აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულიგვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებსსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები