პოლიტიკა

“საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ გზავნილებს აშშ-ს სენატიდან” - ოპოზიციის შეხვედრები ვაშინგტონში

13.12.19 13:20


ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში საქართველოს ოპოციზიური პარტიის ლიდერებს შეხვდნენ. მათ ცენტრის წარმომადგენლობას მიაწოდეს ის ბოლო ინფორმაცია, რაც თბილისში ხდება.

"გადავეცით დეტალური ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება ბოლო დღეებში.

მათ შორის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი პირადად და საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ გზავნილებს აშშ-ს სენატიდან. ქართველი ხალხის თავდადება დემოკრატიისთვის იწვევს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებში სრულ აღტაცებას, მაგრამ მეორე მხრივ ყველასთვის ნათელია რომ დღეს ხალხის მთავარი გამოწვევა ივანიშვილი და მისი რეჟიმია" ,- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარბეული მოვლენები, მათ შორის მოსამართლეების უვადო დანიშვნის შესახებ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოში არსებულ არაჯანსაღ ვითარებას.

"ეს ზეწოლა იქნება, რადგან ამერიკას კარგად ესმის, რომ დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის დემოკრატიისთვის და ამ საკითხში ამერიკა ყოველთვის საქართველოს მოკავშირე იყო. რაც მოხდა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად კლანი და ივანიშვილის პირადი ადვოკატი გაიყვანეს მოსამართლედ, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაა დიდი დარტყმა და ასევე ეს იყო სილა ამერიკელებისთვის. ამას აუცილებლად მოყვება რეაქცია, რადგან ძალიან დიდი რესურსია ამერიკის მხრიდან კონკრეტულად სასამართლოს რეფორმაში ჩადებული",-აცხადებს ელენე ხოშტარია.

აშშ-ს დედაქალაქში გამართული შევხედრების შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება და ივანიშვილს საზოგადოების ხმას გააგონებს.

"არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც არ გამოთქვამენ ძალიან მძიმე შეშფითებას მიმდინარე მოვლენებზე. რადგან პრაქტიკულად ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს გააუქმოს არჩევნები",-აცხადებს ხატია დეკანოიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები