პოლიტიკა

ჩუგოშვილი უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე: წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია

13.12.19 15:00


"წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც მივიღეთ მოსამართლეების დანიშვნის სახით არის ძალიან სამწუხარო",- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

დეპუტატი პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს.

"ამ გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, პარლამენტმა ხაზი გადაუსვა იმ პროცესს, რომელსაც თავად წარმართავდა თვეების განმავლობაში და რომელიც იყო სწორი, ღია და გამჭვირვალე პროცესი. წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც მივიღეთ მოსამართლეების დანიშვნის სახით არის ძალიან სამწუხარო და სერიოზულად გააღრმავა ის ეჭვები და რეპუტაციული პრობლემა, რომელიც სასამართლოს ჰქონდა წლების განმავლობაში",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა "მთავართან" საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლებად დაამტკიცა - მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე , მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები