საზოგადოება

ქართველმა კანოისტმა ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა

19.08.16 16:20


ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 200 მეტრზე დისტანციაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა 39.817 წმ შედეგი აჩვენა.

ნადირაძის სტარტი მთლად წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ დისტანციის შუა მონაკვეთზე მესამე ადგილზე გაჭრა მაინც მოახერხა. თუმცა სულ ბოლო მონაკვეთზე, ფინიშამდე 10–15 მეტრში მას ესპანელმა ალფონსო ბანავიდესმა და ბრაზილიელმა ისააკ კუეროს დოს სანტოსმა გაუსწრეს.

რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი კი ამ სახეობაში უკრაინელი იური ჩებანი გახდა (39.279 წმ), რომელმაც ლონდონის ოლიმპიადის წარმატება გაიმეორა.

ვერცხლის მედალი აზერბაიჯანელ ვალენტინ დემიანენკოს ერგო — მსოფლიოსა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს. მისი შედეგი 39.493 წმ იყო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1216


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები