საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

13.12.19 17:40


13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ეკლესიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით აშენდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები