პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს

16.12.19 10:00


საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საშემოდგომო სესია საპროტესტო აქციების ფონზე დაიხურება, ოპოზიცია კი, შეეცდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის კორიდორის გავლით შევიდნენ.

"ბოიკოტი გაგრძელდება. ბუნებრივია, არ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ პარლამენტს მთლიანად ჩამოვცილდეთ. რა თქმა უნდა საჭირო შემთხვევაში ჩვენ პარლამენტში შევალთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს სხდომებში მონაწილეობის მიღებას", - აღნიშნა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებს.

"პოლიტიკურ პროცესში საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებში ვართ ჩართული და არა სხვა საკითხებზე. ჩვენ პროტესტის სხვადასხვა ფორმები გვექნება გამოყენებული, მათ შორის პარლამენტში. ამ კვირაში რამდენიმე აქციაც გვექნება , სხვადასხვა ფორმის და ინტენსივობის . მანამ, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ, რომ გვქონდეს პროპორციული სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ვაპირებთ ამ რეჟიმში ყოფნას", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები