პოლიტიკა

გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

16.12.19 10:15


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც "დაჭერები დაანონსა".

ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. როგორც ბოკერიამ განმარტა, ის დღეს გამოკითხვაზე არ მივა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები