პოლიტიკა
16.12.19 11:30
იმის საშუალება უნდა იყოს, რომ დიასპორა პარლამენტში იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დიასპორის წევრებს მოუწოდა, ქონება არა თბილისში, არამედ რეგიონებში შეიძინონ.
„ჩვენი დიასპორის ყველა წევრს მოვუწოდებ, რომ მაგალითად, იმის ნაცვლად, უძრავი ქონება თბილისში შეიძინონ, თავის სოფელში, თავის ქალაქში შეიძინონ, სადაც მიწები იყიდება, სადაც ძველი სახლები ახალ სიცოცხლეს, თავიანთი მკვიდრი მოსახლეობის დაბრუნებას ელოდებიან.
ქართველისთვის თავის მიწაზე მიწის შეძენა, სახლის შეძენა, ეს არის უკვე დაბრუნება და ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი მათთვისაც და შემდეგი თაობებისთვის, რადგან ერთი რამე დავინახე და ძალიან ნათლად ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში, ის თაობა, რომელიც წავიდა, რომელმაც იწვალა, იქ ფეხი აიდგა, მას ნაკლებად აქვს სურვილი, მიატოვოს ის, რასაც მიაღწია და უცებ, მოდის შემდეგი თაობა, რომელსაც ფესვების სუნი უცებ, უკან აბრუნებს და ასეთი ფილმიც არსებობს. ზოგჯერ, მას ამ ქვეყანაში ჩართულობის ბევრად უფრო დიდი ინტერესი აქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მიდის მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მიეცეთ დიასპორის წარმომადგენლებს ინვესტიციების განხორციელების საშუალება, რათა არამხოლოდ ქველმოქმედებით იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარებაში.
„შენ გაქვს სხვა სიამაყე, როცა იცი ამ ქვეყანას ეხმარები, მონაწილეობ, ეს უფრო სწორი სიტყვა არის, რომ მონაწილენი გახდნენ ამ ქვეყნის განვითარების. ეს არის ის გასაღები, რომელიც ამ ქვეყანას დაუბრუნებს თავის პოტენციალს. ასევე, არაერთხელ მითქვამს და უნდა გავიმეორეო, რომ აუცილებელია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, ვისაც ცხადია, საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია, ყველა პოლიტიკური უფლება მივცეთ.
ეს ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი საკონსულოების გაშლა არ აძლევს ბევრ ჩვენ თანამემამულეს ფიზიკურ საშუალებას, რომ არჩევნებში სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა, ჩვენი სიები არასრულყოფილია, ბევრი პრობლემაა და ამაზეც მუშაობენ და კიდევ უფრო უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმის საშუალება უნდა იყოს, რომ დიასპორა პარლამენტში იყოს წარმოდგენილი. სხვანაირად, დიასპორული ინტერესები არასდროს იქნება ისე წარმოდგენილი, როგორც იმ ადამიანებისგან, რომლებიც დიასპორის ნაწილი არიან. ეს ფორმა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, სწორედ იმ ქვეყნებში, რომელთაც გააჩნიათ ძალიან დიდი დიასპორა და რომლებმაც გაიგეს, რომ ამ დიასპორას უნდა მისცენ სიტყვის უფლება პარლამენტში, კანონებში ჩართულობის უფლება.
საარჩევნო წელიწადში შევდივართ, ამ კუთხით პარლამენტს გთავაზობთ, ყველა სიაში, ყველა პარტიამ, არ ვიცი პროპორციული იქნება, მაჟორიტარული, თუ როგორ იქნება, რომ იყოს საშუალება, სიაში დიასპორის წარმომადგენელი იყოს. ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე, ძალიან დიდი გზავნილი ჩვენი დიასპორის წევრებისთვის და მე მგონი, ამ კუთხით რომ გაჩნდეს შეჯიბრი სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს იქნება ძალიან პოზიტიური შეჯიბრი ქვეყნისთვის, ჩვენთვის, დიასპორისთვის და ყველასთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24