პოლიტიკა

19 დეკემბერს პარლამენტის მორიგი პიკეტირება გაიმართება

17.12.19 11:15


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, პარლამენტის მორიგი პიკეტირება გაიმართება.

"შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია.

ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით, თუ მოვიდა გონს უმრავლესობა, მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში. ეს არის ამ კვირის გეგმა" - აღნიშნა გიგი უგულავამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები