პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებში

17.12.19 11:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების, უსაფრთხოების და განათლების საკითხზე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამაში კი თავისი დიდი წვლილი დიპლომატიურმა კორპუსმაც უნდა შეიტანოს.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოეს წლებში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს.

უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი. ეს ის ამოცანები და მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები