პოლიტიკა

თბილისში “ელჩების კონფერენცია 2019” მიმდინარეობს

17.12.19 12:20


თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა, “ელჩების კონფერენცია 2019” მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ქვეყნის 2019 წლის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს შეაფასებენ.

წარმოდგენილი იქნება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და ახალ ინიციატივები. განხილულ იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციებს.

კონფერენციის ფარგლებში ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრიორიტეტებს ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა.

“ელჩების კონფერენცია 2019” 20 დეკემბერს დასრულდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები