პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

17.12.19 13:20


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

პარლამენტარებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები