პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნის ერთიანობის საბოლოოდ აღდგენისთვის, ომის გარდა ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ

17.12.19 13:40


„ყველაფერი მისაღებია ომის გარდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ცივი, გონიერი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული, ამ ვალდებულებას უნდა მივყვეთ და შევასრულოთ“, - განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები