პოლიტიკა

"ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ" - პრემიერი კონგრესმენების უმწვავეს კრიტიკაზე

17.12.19 15:00


საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილში შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტინიორების ყველა სახის კრიტიკა მისაღებია, რომელსაც სამუშო რეჟიმში იღებენ. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს.

„კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობისა და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. მეტ შედეგს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ, მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალურია, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამას გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში" - აღნიშნა პრემიერმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები