პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურისგან პერიოდული ანგარიში მოისმინა

17.12.19 15:40


საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურისგან და გენერალური შტაბის წარმომადგენლებისგან პერიოდული ანგარიში მოისმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე 2020-2021 წლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ვისაუბრეთ თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე 2020-2021 წლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს გავაცანით სწავლების კუთხით მიმდინარე აქტივობები. ვისაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

აღნიშნული შეხვედრა, რამდენიმე თვის წინ, ინიცირებული იყო თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან და ემსახურება ჩვენს ანგარიშვალდებულებას მის მიმართ. ჩვენ პერიოდულად წარვადგენთ ჩვენს მოხსენებას უმაღლეს მთავარსარდალთან მიმდინარე ღონისძიებებზე, დაგეგმილ სწავლებებზე. რეგიონში და შავი ზღვის აუზში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე ყოველთვის საქმის კურსში ჩავაყენებთ", - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები