პოლიტიკა

ალექსანდრე მაისურაძე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეჯერებული პოზიცია არის ის, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს

17.12.19 16:20


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეჯერებული პოზიცია არის ის, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ნატო-ში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთს ნატო-ს მთავარ საფრთხედ აღარ განიხილავს.

მაისურაძის თქმით, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მენტაკლებად განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ.

„სწორედ იმას ემსახურება ალიანსის შეკრებები, რომ ეს პოზიციები შეჯერდეს და შეჯერებული პოზიცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არის ის, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და რუსეთთან მიმართებით ნატოს გააჩნია ორგანზომილებიანი მიდგომა, რომელიც მდგომარეობს ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამავდროულად, რუსეთთან დიალოგის რეჟიმის შენარჩუნებაში“, - განაცხადა მაისურაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები