პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას უახლოეს დღეებში ელიან

17.12.19 17:20


“პირველი დღიდან ვიყავით ჩართული. ჩვენი პრინციპი იყო ის, რომ ნებისმიერი საშუალება, ნებისმიერი კონტაქტი და ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რათა სასწრაფოდ განთავისუფლდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩემ რუს კოლეგასთან მქონდა სატელეფონო საუბარი, სანამ ჩვენი შეხვედრა პრაღაში შედგებოდა. რა თქმა უნდა, პირველი თემა ეს იყო. გახსოვთ გაკეთდა კომენტარი, რომ ამაზე მუშაობენ. უახლოეს დღეებში მის გათავისუფლებას ელიან. ყველა უწყებაა ჩართული”,-ამბობს აბაშიძე.

13 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩატარდა. იყო მოლოდინი, რომ ექიმს გაათავისუფლებდნენ, თუმცა “სასამართლომ” პატიმრობა ძალაში დატოვა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა.

ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მედიკოსების მოთხოვნას, დაკავებულის ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები უერთდებიან. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებული ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები