პოლიტიკა

15 წლის მოზარდის გარდაცვალება - შსს განცხადებას ავრცელებს

18.12.19 10:00


შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ერთი კვირის წინ გადახტა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ მძიმე დაკითხვა და მუქარა.

სამართვალდამცველებთან ბავშვი "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერების გამო მოვხდა. 15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე იძულებით ჩვენების მიცემისთვის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები