პოლიტიკა

დიპლომატებმა საქართველოს პრემიერისგან დავალება მიიღეს

18.12.19 11:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნვა ქართველი დიპლომატების მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.

„ეს ადვილი არ არის" – ივანიშვილმა საქართველოს მთავარი პრობლემა დაასახელა.

საქართველოს ხელისუფლება უმუშევრობას მთავარ გამოწვევად მიიჩნევს.

დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება. მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა.

„ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს, უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტირირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი", - განაცხადა გახარიამ.

ამ განცხადებით გახარია „ელჩების კონფერენცია 2019"-ზე გამოვიდა, რომელიც თბილისში 17-20 დეკემბერს მიმდინარეობს.

შრომითი მიგრანტების, ასევე, ქვეყანაში უმუშევრების რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონს აღწევს, განაცხადა უფრო ადრე მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ქვეყნის სამი მთავარი პრობლემა დაასახელა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებთან შეთანხმებაზე მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იქ ლეგალურად მუშაობა შეძლონ და შეავსონ ევროპაში სამუშაო ძალის დეფიციტი. მისი თქმით, ეს სეზონური სამუშაო იქნება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები