პოლიტიკა

ელჩების კონფერენციის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს

18.12.19 13:20


"ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში "ევროპა ახალი გამოწვევების ფონზე" სესია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმართა.

უწყების ცნობით, სესიის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

"გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა სფეროში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა „ბრექსიტის“ მნიშვნელობას და მის შესაძლო შედეგები მიმოიხილა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. ელჩმა ასევე ევროკავშირში მიმდინარე პროცესებში პოლონეთის როლი შეაფასა.

შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით ასევე მიმართა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ.

მან მიმოიხილა საფრანგეთში არსებული პოლიტიკური პროცესები და საფრანგეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველო- დანიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებზე.​




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები