პოლიტიკა

დადასტურდა, რომ დაკითხვაზე ლუკა სირაძის გადაყვანის შემდეგ მისმა კლასელმა გოგომ ვენები გადაიჭრა

18.12.19 14:20


სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.

"ვადასტურებ, რომ 15 წლის მოზარდმა მიიყენა თვითდაზიანებები", - თქვა მან.

მისივე თქმით, დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ამ ეტაპზე ერთადერთია, ვის მიმართაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

"გამოძიება გრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ მართლა 24-საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ 1 პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება მათ დაკავებას", - თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა.

15 წლის მოზარდი გარდაცვალებაზე "ნიუპოსტისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მოსწავლე პოლიციელებმა თანაკლასელებს ამოაცნობინეს, რის შემდეგაც ერთ ერთმა მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ერთი კვირის წინ გადახტა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ სავარაუდო ზეწოლა და მუქარა.

სამართალდამცველებთან ბავშვი "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერების გამო მოხვდა. 15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე იძულებით ჩვენების მიცემისთვის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები