პოლიტიკა
18.12.19 16:00
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით 15 წლის მოზარდის გარდაცვალება საზოგადოების ტრაგედიაა.
მისივე თქმით, არასრულწლოვნების ძალადობრივი გარემოსგან დასაცავად არაფერი კეთდება.
“სამწუხაროდ, ჩვენ სისტემა ვერ გავწმინდეთ მოძალადე პროკურორებისგან, მოძალადე გამომძიებლებისგან და მოძალადე მოსამართლეებისგან. სისტემა სულდგმულობს, როდესაც გრძნობს, რომ ქვეყანა არ მიდის დემოკრატიულად და ავტორიტარიზმის ნიშნები ჩნდება. ეს ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. უნდა გვესმოდეს, მისი თანატოლები, მეგობრები რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნებიან. სამწუხაროა, რომ არ არსებობს ნდობა პრემიერ-მინისტრის სიტყვების მიმართ, შს მინისტრის სიტყვების მიმართ, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიმართ. არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი არასრულწლოვნები დავიცვათ ძალადობრივი გარემოსგან.
ხშირ შემთხვევაში, მოქმედი მინისტრების მოადგილეები არიან დღეს ძალოვან სისტემაში, რომლებიც ვანო მერაბიშვილის მსახურები იყვნენ.
თქვენ გახსოვს გახარიას გამოსვლა, როდესაც ის ამბობდა, ჩვენ სისტემასთან კომპრომისზე წავედითო. ვისთან წახვედით კომპრომისზე? გაბინაშვილთან როგორ წახვედით კომპრომისზე? თეთრაძის საქმის პროკურორთან როგორ წახვედით კომპრომისზე? გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან როგორ წახვედი კომპრომისზე? აი, ეს არის კომპრომისის შედეგი. ამიტომ, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, აუცილებლად დავიბარებთ პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით და ძალიან მარტივი კითხვა იქნება: რატომ გადმოიბარეთ სისტემა? ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად გავააქტიურებთ, დებატებს მოვითხოვთ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის “ქართული ოცნება“ იმ ღალატისთვის, რაც მან გააკეთა 2012 წლის პირველ ოქტომბერთან და იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი წლების განმავლობაში სდევნიდა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24