პოლიტიკა
18.12.19 17:20
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების განხილვა გაიმართა. ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. განხილვას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ფონდის წარმატებულმა საქმიანობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რათა ინვესტიციები მოიზიდოს ქარის და მზის ენერგიების მიმართულებით; ასევე ახორციელებს ბიომასის და ალტერნატიული ენერგიის პროექტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას უწყობს ხელს.
ფონდი ასევე ახორციელებს სოციალური დანიშნულების პროექტებს საქართველოს მთიანეთში ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სადაც ტრადიციული ელექტროენერგეტიკა არასდროს ყოფილა განვითარებული.
„ფონდი რამდენიმე ათეულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკაში და მისი პორტფელი დივერსიფიცირებულია. კომპანია, ერთი მხრივ, თავადაა პროექტირების ან მშენებლობის ეტაპზე არსებული ენერგოობიექტების თანაინვესტორი, მეორე მხრივ კი ახორციელებს კვლევებს, დამატებით არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, რომელიც კვლავ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და ათვისებას მოხმარდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდის 2019 წლის პორტფელი მოიცავს 5 ჰიდროელექტროსადგურის, ქარის 5, მზის 1 და 2 სოციალურ ჰიდრო პროექტს. 2020 წლისთვის მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე გაკეთდება. კერძოდ, დამატებით განხორციელდება ქარის ერთი და მზის ორი ელექტროსადგურის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოები; გარდა ამისა, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არდოტსა და როშკაში ფონდის მეშვეობით მოგვარდება ენერგომომარაგების საკითხი. 2020 წელს ფონდი პირველად განახორციელებს ინვესტიციას ბიომასის და სხვა ალტერნატიულ განახლებად პროექტებში.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24