პოლიტიკა

ბრალი წამიყენეს – დავით ქაცარავა 20 აგვისტოს ინციდენტზე

18.12.19 18:40


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ 20 აგვისტოს ინციდენტზე მას ბრალი წაუყენეს ძალადობის მუხლით.

20 აგვისტოს ინციდენტზე ქაცარავა ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. ქაცარავს და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის დაპირისპირების შემდეგ გამოძიება ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, დაიწყო.

ქაცარავამ დღეს, 18 დეკემბერს დაწერა, რომ ბრალიც ამავე მუხლით წაუყენეს, თუმცა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს: „2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი… სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე“.

ქაცარავას თქმით, წინა დღით პოლიციიდან დაურეკეს და გორში დაიბარეს, როგორც თვითონ წერს, „საგამოძიებომოქმედებებისთვის, იგივე ამოცნობაზე“.

„რა თქმა უნდა, დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი“.

მუხლი, რომლითაც ქაცარავას ბრალი წარუდგინეს, — ცემა/ძალადობა — ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები