პოლიტიკა

ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში შეხვედრა - „ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო“ გაიმართა

19.12.19 10:00


ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში შეხვედრა - „ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საპანელო დისკუსიაზე მომხსენებლებად წარდგნენ ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე, რუმინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. „შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ალიანსის სამხედრო-სამშვიდობო სწავლებებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და გაფართოების პოლიტიკა განიხილეს. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფართო კონტექსტში განიხილეს ისეთი თანამედროვე და მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოება, კიბერ-უსაფრთხოება და ენერგო-უსაფრთხოება. გამომსვლელმა ელჩებმა დამსწრე საზოგადოებას მათი ადგილსამყოფელი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართებით მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ნატოში საბოლოო გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. პანელზე გამომსვლელებმა ყურადღება ნატოს პოლიტიკაზე, ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს აქტიურად ყოფნაზე, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელშესახები პროგრესი სახეზეა, რაც ალიანსის წევრებს მის სრულ ინტეგრაციაზე საუბარს უადვილებს.

მომხსენებლების თქმით, წელს საქართველომ შექმნა საფუძველი, რომელიც საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს მომდევნო, 2020 წელს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები