პოლიტიკა

ეკა ბესელია დღეს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

19.12.19 10:45


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია დღეს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

ეკა ბესელიას თქმით, ის, შეხვედრაზე ყურადღებას მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილებს.

“ეს არის სპეციალური შეხვედრა, რომელიც შედგება იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმძიმეს პრობლემაზე ვისაუბროთ და გამოსავლის გზები განვიხილოთ. მე გავაცნობ მათ ახალ ინიციატივას, რომლის წარდგენასაც ვაპირებ პარლამენტში, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის ძალიან ცუდი წესის შეცვლას ეხება,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები