პოლიტიკა
19.12.19 11:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უმსხვილესი კორეული კორპორაციის Korea Water Resources Corporation (K-water)-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰაკ სუ ლის შეხვდა.
აღნიშნული კორპორაცია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიაა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე, საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი დონგ ოპ კიმი და „ნენსკრა ჰიდროს" აღმასრულებელი დირექტორი სანიონგ კიმი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე „ნენსკრა ჰესის" პროექტის მშენებლობასა და მომავალ გეგმებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა „ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგური პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის.
ამასთან, ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში იქნა მიღწეული K-water-ის ძალისხმევითა და მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების განხორციელებით, რითაც მათ დაინახეს ის სარგებელი, რომელსაც პროექტის განხორციელება მოიტანს.
ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა კორეელ ინვესტორს, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები. მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და K-water-ის მხარდაჭერით განხორცილდეს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრები ახალგაზრდები კორეის რესპუბლიკას ეწვევიან, გაეცნობიან იქაურ კულტურას, ტურისტულ და ბიზნეს გარემოს.
თავის მხრივ, უმსხვილესი კორეული კორპორაციის ხელმძღვანელმა, ჰაკ სუ ლიმ მზად ყოფნა გამოთქვა მომავალი თანაშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის.
Korea Woter Resources Corporation (K-water) კორეის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაფუძნდა. კომპანია მსოფლიოს 24 ქვეყანაში 67 პროექტს ახორციელებს.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 433
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24