პოლიტიკა

გიორგი გახარია - დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო, დღეს კონკრეტული ნაბიჯების დროა

19.12.19 11:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამ შეხვედრას დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადავდგათ. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, - განაცხადა გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები